2017 წლის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული ელენა ოსტაპენკო კარიერაში პირველად 0:6, 0:6 დამარცხდა.
ოსტაპენკომ 0:6, 0:6 ჩინელ ჩოგბურთელთან ვან ციანთან ბეიჯინგის ტურნირის 1/16-ფინალში წააგო. შეხვედრა 56 წუთს გაგრძელდა.
ურთიერთშეხვედრებში ჩინელი ჩოგბურთელი ლატვიელს 2:1-ს ამარცხებს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ვან ციანი კარგ ფორმაშია გუანჯოუს ტურნირი მოიგო, ვუჰანის ტურურნირის ფინალში გავიდა და ბოლო 15 შეხვედრაში ჩინელმა 13 მოიგო.