თამაშგარე

18:59 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

თავაშვებული “პამპიტა“ მაქსის უბრუნდება

თავისუფალი და თავნება არგენტინელი მოდელი, ანაკაროლინ აანდოჰანი, იგივე “პამპიტა“ შესაძლოა თავის ყოფილ გულისსწორს, არგენტინელ ფეხბურთელს, მაქსი როდრიგესს კვლავ შეურიგდეს. ამის შესახებ თავად ლამაზმანმა ბულვარულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც წყვილი დაშორდა და “პამპიტა“ ამის შემდეგ მავან არგენტინელ მსახიობს, როფოლ ესნაიდერს ხვდებოდა. თუმცა, როგორც მოდელი ამბობს, საბოლოო ჯამში მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა და ამ ცოტა ხნის წინ არაოფიციალური სტატუსით იგი და მაქსი არგენტინული საზოგადოების წინაშე კვლავ ერთად გამოჩნდნენ.

ადრეც გიამბობდით ანაკაროლინ აანდოჰანის საქმიანობის შესახებ, რომელიც მოდელობას კარგა ხანია გასცდა და ფეხთაშვერის ოსტატობამდე მივიდა. ეს გოგო მოდელობის გარდა, ეროტიკულ ფილმებშიც კოხტად მონაწილებს და იქ რა დღეშიც იქნება, - ამის ახსნას ჯობია საკუთარი სულის სათუთ სიმებსა და ფანტაზიას მოვუხმოთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113402