იტალიურ „მილანს“ ტრავმირებული ფეხბურთელები უბრუნდებიან. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, გონსალო იგუაინი გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.
გარდა ამისა, დაბრუნდა ანდრეა კონტიც, რომელიც წელიწადზე მეტია ტრავმირებულია. მართალია, კონტი იგუაინისგან განსხვავებით ჯერ სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ ამასთან ახლოსაა.
შეგახსენებთ, რომ „პიპიტას“ ტრავმის გამო ბოლო ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია, ხოლო რაც შეეხება კონტის, 24 წლის მარჯვენა მცველმა გასულ სეზონში ოდენ ორი შეხვედრა ჩაატარა და წელიწადზე მეტია ლაზარეთში იმყოფებოდა.