ფეხბურთი

17:55 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" "ბარსელონამდე" პრობლემები მოეძალა

ლონდონის „ტოტენჰემს“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის წინ, რომელსაც „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, საკადრო პრობლემები მოეძალა.

როგორც ლონდონური გუნდის ვებგვერდი წერს, ხვალინდელ შეხვედრაში ტრავმების გამო ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს - სერჟ ორიე, მუსა დემბელე, კრისტიან ერიკსენი, დელე ალი და იან ვერტონგენი.

ასეთი მძიმე დანაკლისის ფონზე „მამლების“ ბანაკში ერთი კარგი ამბავი მაინცაა: კაპიტანი უგო ლორისი გამოჯანმრთელდა და კარის დასაცავდ მზადაა.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ინტერთან“ 1:2 წააგო, ხოლო „ბარსელონას“ 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123347