ფეხბურთი

17:03 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

2016 წლის შემდეგ პირველად - ჩემპიონთა ლიგა რონალდუს გარეშე

დღეს, ჩემპიონთა ლიგა „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაივლის. ასეთი ფაქტი პირველად იქნება ბოლო 2.5 წელიწადის განმავლობაში. კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ბოლოს 2015-2016 წლების სეზონში გამოტოვა, როდესაც, ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

იქედან მოყოლებული პორტუგალიელს საოცარი მაჩვენებელი აქვს: იმ სეზონის ორივე დარჩენილი შეხვედრა (საპასუხო ნახევარფინალი და ფინალი), 2016-2017 და 2017-2018 წლების სეზონში 13-13 მატჩი ისე ჩაატარა, რომ მოედანი 1 წუთითაც არ დაუტოვებია.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იანგ ბოიზთან“ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, რადგან წინა ტურში „ვალენსიასთან“ წითელი ბარათი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117019