ფეხბურთი

14:52 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიკე მესის წინააღმდეგ

ესპანური AS-ის ინფორმაციით, ჟერარ პიკესა და ლიონელ მესის შორის კონფლიქტი მწიფდება. გამოცემა წერს, რომ კატალონიელი უკმაყოფილოა არგენტინელის ქცევით და მიაჩნია, რომ „ბარსელონასთვის“ რთულ პერიოდში მან მეტად უნდა იურთიერთოს ჟურნალისტებთან. თავის მხრივ, მესი გუნდის დაცვის გარჯითაა უკმაყოფილო და მიაჩნია, რომ „ბარსას“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობები სწორედ უკანა ხაზის სუსტი თამაშის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიელებს ბოლო სამ ტურში არ გაუმარჯვიათ. „ჟირონასთან“ და ბილბაოს „ატლეტიკთან“ ფრედ ითამაშეს, „ლეგანესთან“ კი სულაც დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111711