ფეხბურთი

15:40 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალან შირერი: "პოგბა "მანჩესტერის" ლეგენდების ბუცების მწმენდავადაც არ ივარგებდა"

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი ალან შირერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ფეხბურთელების ბრალია.

შირერმა განსაკუთრებით პოლ პოგბა გააკრიტიკა:

„წითელ ეშმაკებში რაც ხდება, ეს ამაზრზენია. სამწუხროა, რომ ბიჭები მოურინიოს გამო არ თამაშობენ. შაბათს, გუნდმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, მაგრამ არავინ ითამაშა მის გამო. მათ გამო მრცხვენია.

პოგბა? - ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, მაგრამ „იუნაიტედის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების ბუცების მწმენდავადაც ვერ ივარგებდა. სირცხვილია, როდესაც „მანჩესტერის“ ფეხბურთელები ასე ცუდად თამაშობენ. რა თქმა უნდა, მწვრთნელს ძალა უნდა გააჩნდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელების ხელშია“, - განაცხადა შირერმა Sun-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ პრემიერლიგაშ 10 ქულით ცხრილის შუაშია გაჩხერილი და 1989 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. ბრიტანულ მედიაში კი, არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის კონფლიქტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117174