ფეხბურთი

13:48 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ მადრიდში VAR-ის კურსები გახსნა

ფიფამ თავის ოფიციალურ საიტზე ისტორიაში პირველი ვიდეორეფერის კურსების დაარსების შესახებ გამოაცხადა.

კურსები დღეს მადრიდში ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაში ახლო წარსულში ცნობილი არბიტრები პიერლუიჯი კოლინა და მასიმო ბუზაკა მონაწილეობდნენ, რომლებიც ამჟამად ფიფას სამსაჯო სტრუქტურაში მუშაობენ.

ორგანიზატორების თქმით, კურსების დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სიახლემ ახლახან დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

კურსები ერთკვირიანია. ინსტრუქტორებს მატჩების ოფიციალურ პირებთან ურთიერთობას და ტექნიკასთან მუშაობის პრინციპებს ასწავლიან.

0.11536