ფეხბურთი

16:45 | 1.10.2018 | ნანახია 4930 - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ახლოვდება ოქტომბრის სანაკრებო ფანჯარა, რომლის ეგიდით საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ორ შეხვედრას ჩაატარებს. თბილისში, ანდორასთან და რიგაში - ლატვიასთან. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შკერებმადე ერთი კვირით ადრე დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც დამდეგი მატჩებისთვის მოემზადება.

სლოვაკმა გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე. ორი სიახლეა: მარტის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება ჯანო ანანიძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და "სპარტაკში" ითამაშა კიდეც, ხოლო ერთი დებიუტანტი იქნება - პოლონური "არკას" შემტევი ლუკა ზარანდია.

სხვა მხრივ, გუნდში არაა გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო, ხოლო გიორგი არაბიძის გამოძახება თავად ვაისმა ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩათვალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (უგუნდოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

გარდა ამისა, ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი).

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ოქტომბერს შეიკრიბება და მზადება ს.კ "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე დაიწყებს. ერთა ლიგის მესამე შეხვედრას კი, 13 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" ანდორას ნაკრების წინააღმდეგ 20:00 საათზე ჩაატარებს.


კომენტარები (33)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:44 | 02.10.2018
playmaker (4749)

კობახიძეს რატომ წერთ ყველა მხრის ტრავმა არ მიიღო ბოლო თამაშში? მარჯვენა შემტევებიდან ზარანდიას არც ლობჟანიძე ჯობია, არც არაბიძე და არც ებრალიძე ამ ეტაპზე ჩემი მოკრძალებული აზრით

11:20 | 02.10.2018
rigeli (1147)

სადაც ჭანტურიშვილს---მერაბიშვილს--ჯიღაურს უტამაშებელ ჯანოს ზაპასნოი სკამზე ნაჯდომ ოქრუაშვილს არაფრის გამკეთებელ კაჭარავას იძახებ ნაკრებში მაშინ რა დააშავა კობახიძემ ქიმაძემ და კაპანაძემ რა ისინი ცუდ ფორმაში არიან თუ რა ? ---ჩვენ თამაშს მოვიგებთ კი ანდორასთან და დიდი გაჭივრებით 2-0

13:33 | 02.10.2018
salazar (1835)

ქიმაძე? კაპანაძე? მართლა ჰგონია ვინმეს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრებში გაქაჩავს? : )) ოჰ, კარგით რა კაცო

10:34 | 02.10.2018
ogafa (10220)

კიტეიშვილი მინდოდა კარგია თუ ათამაშებს

09:48 | 02.10.2018
salazar (1835)

სათამაშო სტილით ძალიან გვანან ერთმანეთს არაბა და ზარანდია. წინა შეხვედრებზე არაბას მისცა შანსი და ვარჯიშზე მონდომება დაუწუნა.
ეხლა ზარანდიას აძლევს შანსს - ლოგიკურია რა. ორივეს ერთად ვერანაირად ვერ ათამაშებს და მაგას ყველა პონტში ჯობდა სხვა სტილის ფეხბურთელი გამოეძახა, მაგალითად კობახიძე , რომელიც დატოვა : )))) ვაჰ, მაინც ვერ გავაპრავე რა : )))

კონკურენცია ეგ არის. ნახევარდაცვაში ძალიან დიდი კონკურენცია გვაქვს და ვისაც თამაში უნდა ყველა პონტში უნდა მოუმატოს, სხვანაირად არ გამოვა.

ჭანტურამ დაიწყო ვარჯიში? არის ბურვაკივით, აკრიფა წონა? ცენტრფორვარდად ვითხოვთ ჭანტურას. ერთი შანსიც მისცეს რა.. ოღონდ დაბრუნდეს ჯერ. კარიერა რო დაასრულოს არ გამიკვირდება.

09:24 | 02.10.2018
lagashi (6738)

მოკლეთ აზრთა დიდი სხვადასხვაობაა ვიყოთ იმის იმედად რომ ვაისმა ყველაზე უკეთ იცის მას ვინ სჭირდება და ვინ არა. სამწუხაროდ ფეხბურთელთა უმრავლესობას ნაკრებში 30 მატჩიც არ აქვთ ჩატარებული, ეს კი ძალიან ცოტაა იმისთვის რომ პარტნიორებთან იდეალურად იყო შეთამაშებული, ამის ფონზე ვაისს უჭირს ამ საპასუხისმგებლო მატჩებში იმ ბიჭებს დაეყრდნოს ვისთანაც ნაკლებად ჰქონდა შეხება.

05:35 | 02.10.2018
seba (304)

თქვენი ნათესავები თამაშობენ ნაკრებში თუ როგორ იძახიათ ლოგიკურიაო და არაბიძე ხარაიშვილი ებრალიძე და დანარჩენები არ არიან გამოსაძახებელიო?

04:22 | 02.10.2018
levani82 (41682)

deqstera_best_7
ვაისმა ხასიათი დაუწუნა. სირბილი ეზარებაო თუ რაღაც ამდაგვარი თქვა

00:48 | 02.10.2018
deqstera_best_7 (1964)

despe
არაბიძის იმედი მეც არმაქვს დაკარგული, მეც ვთვლი რომ ნიჭერია, მაგრამ...

აი ეს მაგრამ არის მთავარი, ჯერ იყო და შახტარის დუბლებში კვდებოდა, ეხლა არის და პორტუგალიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭერიო ვიძახით და ამ დროს ლიგის აუტსაიდერ გუნდშიც კი ვერახერხებს სასტავში მოხვედრას და 6 თამაშიდან 2 ჯერ ზამენაზეც არშეუშვეს, თან ვადარებთ ჩაკვეტაძეს რომელიც ნასიონალზე ბევრად ძლიერ გუნდშია და არამარტო თამაშობს არამედ გუნდია მასზე აწყობილი....

00:47 | 02.10.2018
gloryunited (228)

გამოძახებულთა სია არასოდეს არ ყოფილა ისეთი ლოგიკური როგორც ვაისის ხელშია. ეს კაჭარავა ყველას ასე რატო არ ევასება ? ( ბოლოსაც მთელი სტადიონი მაგას აგინებდა, არადა მე მევასება, ძაან საკაიფო სტილი აქვს და სპეციფიური ტექნიკა.

23:50 | 01.10.2018
iolasha75 (52)

ვფიქრობ სწორად ყავს შერჩეული შემადგენლობა. ერთადერთი ხარაიშვილი,პარუნაშვილი და ლობჟანიძე უნდა დაემატებინა იმ სიაში სადაც ზივზივაძე ,გეგეჭკორი და შერგელაშვილი ყავს იქ ნაღდად უნდა ივნენ ესენი. ჯანოს და ოქრის ფორმაში არ ყოფნის გამო, ასევე ვაკოს და კაშიას აკლიმატიზაციის გამო, ვფიქრობ ეს შემადგენლობა იქნება ოპტიმალური :
ლორია
კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ნავალოვსკი(დვალი)

1 საყრდენი კანკავა

გვილია

ზარანდია ჩაკვეტაძე ოქრი(კიტეიშვილი)

მჭედლიძე

ჩემი აზრით მჭედლოს და ჯანოს ფორმაში და ნაკრებში ყოფნა , სულ სხვა ხარისხს და დონეს სძენს ჩვენს გუნდს, სხვა ყველა ფეხბურთელის შეცვლა(ჩანაცვლება) შეგვიძლია ღმერთის წყალობით. გადახედეთ სიას. მთავარია ჯანმრთელად იყვნენ და მგონია რომ მთლად ტურისტებად არ წავალთ ევროპაზე!

23:42 | 01.10.2018
deqstera_best_7 (1964)

giorgiusi
მაგას ვიძახი მეც უბრალოდ ღადაობის პონტში ჩამოვწეროთ რამდენზე წამიკითხია რატო არიძახებსო თუ ვინმე გამომრჩა დაამატეთ )))
მჭედლიშვილი, გრიგალავა, ქიმაძე, პარუნაშვილი, ხარაიშვილი, ვაჩიბერიძე, ლობჟანიძე, კობახიძე, ბეგლარიშვილი, ებრალიძე, არაბიძე, მიქელთაძე, გაბედავა, არაბული და ამისწინ ერთი წერდა სიხარულიძე-ზარანდიაზე(ეს უკანასკნელი ეხლა გამოიძახა), ჰუფნაგელზე და ძალამიძეზე უფრო 1-2 წლის წინ იყო ლაპარაკი )))) ანუ ქვევით უკვე 17 კაცი ჩამოვთვალე, ნუ ეხლა ლაკვეხელიანი, ხარაბაძე, კუცია და მსგავს სასტავზე რო წერენ მაგაზე აღარმაქვს საუბარი, გუცაივი ამბობდა კიდე ინტერვიუში შულაიაო...

ანუ რისი თქმა მინდა, გემოვნების თემაა ვიღაცას შეიძლება ის მოწონდეს ვიღაცას ეს, ერთადერთი არაბიძე იყო ვინც კარგი თამაში ჩაატარა შედარებით და მასზე კითხვის დასმა შედარებით ლოგიკურია! მე მასე სანდრო კობახიძეც მომწონდა მაგრამ აშკარად მოუკლო იმის მერე..

23:03 | 01.10.2018
giorgiusi (696)

მე პირადად მომწონს ვაისი, ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. იმდენ სახიფათო მომენტს ვქმნით თითო თამაშში, რასაც ზოგჯერ მთელ შესარჩევ ციკლში ვერ ვაკეთებდით... დანარჩენი კიდევ შედეგში გამოჩნდება...

22:59 | 01.10.2018
giorgiusi (696)

15 ფეხბურთელს მაინც ჩამოთვლიან ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს ნაკრებს, მაგრამ ეს "ჯიუტი" ვაისი არ იძახებს... დუბლებით თამაში თუ გინდათ პირდაპირ თქვით ))

22:59 | 01.10.2018
zanzibari (457)

ამბიცია ყველასაქვს მაგრამმწვრთნელმა უნდა იცეს მის ტაქტიკაში ვინ უფრო ჯდება? მომკალით და არ მჯერა ვაისის მწვრთნელობის ყაზახეთში ზედ ჩაკვეტაძის გოლის წინ დაცვის გაძლიერება და ფრეე შენარჩუნებაზე დაიწყო თამაში აუმართლა ჩაკვეტაძემ სუპერ გოლი შეაგდო და აირია ყაზახეთი მოკლედ არაა ეს კაცი პროფესიონალი კი ბატონო რაღაც რგოლებ შორის კავშირის დამყარებას შეუწყო ხელი დანარჩენი ნული.

22:48 | 01.10.2018
deqstera_best_7 (1964)

მაგრად მეცინება, ოღონდ სერიოზულად, უბრალოდ დავითვალოთ რამდენ მოთამაშეზე ითქვა რატო არიძახებსო: ებრალიძე, არაბიძე, ლობჟანიძე, ხარაიშვილი, მიქელთაძე, კობახიძე, პარუნაშვილი, მჭედლიშვილი. 18 კომენტარიდან 8 კაცის არყოფნაზე გამოითქვა პრეტენზია!
ჭანტურიშვილი რო არგამოეძახებინა იტყოდნენ ევროპალიგაზეა გუნდი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და რატო არიძახებენო, ანალოგიურად აკრიტიკებდნენ ყოველთვის მერებაშვილს რატო არიძახებსო, წინაზე გააკრიტიკეს ზარანდია რატო არარისო, კიტეიშვილზე დაჟე იმას ამბობენ ძირითადში რატო არათამაშებსო... კარგით მოდი ვთქვათ გამოიძახა ეგ ხალხი და ვის აგდებთ ამ სასტავიდან რომელი ნახევარმცველი არუნდა გამოეძახა?? ჯიღაურზე არც მე ვგიჟდები მაგრამ ჭანტურიშვილი-ლობჟანიძე-ხარაიშვილზე გაცილებით უკეთ ითამაშა ნაკრებში რაც შანსი მიეცა...

00:03 | 02.10.2018
juria (396)

გეთანხმები ბრატ აქ ყველამ იცის ფეხბურთი და არცაა გასაკვირი რამდენი კაციიცა იმდენი აზრია ,პირადათ ჩემი აზრით არაბიძე, ლობჟანიძე, ხარაიშვილი, მიქელთაძე, პარუნაშვილი არცერთი არაა გამოსაძახებელი მჭედლიშვილი იმ პონტში უნდა გამოიძახოს რო მაგის პოზიციაზე მარტო კაკაბაძე გვყავს და რო რამე დაემართოს ხო უნდა შეცვალოს პრინციპში კაშიასაც შეუძლია მაქ თამაში,,ებრალიძე არ ვიცი საერთოდ მაგ ბიჯის თამაში არ მინახავს,,აი კობახიძე ჩემი აზრით მაინც უნდა გამოიძახოს თუნდაც ჯიღაურის მაგივრათ,კობახიძე ქე მაინც თამაშობს ისეთ გუნდში რომელიც ევროპა ლიგაზე და ძირითადის ფეხბურთელია,,,ეს ჯიღაური კიდე სადღაც საფრანგეთის მეორე ლიგაში სკამს ხეხავს,,,,,არაბიძეზე მინდა ვთქვა ძაან ნიჭიერია და დიდი იმებს ვამყარებდი მაგ ბიჯზე მაგრამ სამწუხაროთ როგორც ჭანტურია ისე აღმოჩნდება ეგ ბიჯისადმე "ჭ" ლასის გუნდში ან რუსეთში ან უკრაინაში,,და მე რო ვიყო ვაისის ადგილას საერთოდ არ გამოვიძახებდი მაგ ბიჯს და არც გაფართოებულ სიაში შევიყვანდი სანამ არ ისწავლის ჩკუას და ვერ მიხვდება იმას რო მინდორზე მარტო მატაობა არაა ფეხბურთის თამაში სირბილიც უნდა და პარტნიორის დაზღვევაც უკან დარუნებაც და ტავის კაცის აყვანა და ,თავის კაცს უკანაც უნდა ჩამოყვეს ,,,, და არა თავხედურათ რო იქცევა დაყველაფერზე ხელებს შლის და ყველა დამნაშავე როა მის გარდა ,,,

22:50 | 01.10.2018
deqstera_best_7 (1964)

ლობჟანიძე სასწაულად რო გამოგყავთ 296 წუთი აქ ნაკრებში ნათამაშები და რა?? ვინმე გაიხსენებთ მის მომენტს რო დამახსოვრებოდა?? კლუბი დანია, სლოვაკეთი და მსგავსი ჩემპიონატები სხვა არის და ნაკრები სხვა!!! არაბიძეზე ვინც ამბობს კიდე ხო შეიძლება რაღაც თქვა, მაგრამ მაგას ხასიათის პრობლემა აქვს და თუ მასეთი სასწაულია პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდში მინიმუმ ნახევარი საათი მაინც უნდა ითამაშოს

23:18 | 01.10.2018
alfadhirhaiti (7530)

მოდი მაშინ შეკითხვას შეგიბრუნებ, რა გვახსენდება ნაკრებში მერებაშვილის და ჯიღაურის თამაშებიდან ბურთების კარგვის, არა ზუსტი პასების და ყვავების ჩამოხსნის მეტი? ბოლოს ლუქსემბურგთან საერთოდ ჯიღაურს გაეპარა კაცი და გოლით დავისაჯეთ საბოლოოდ. ფეხბურთელები განსხვავდებიან ერთმანეთისგან შესაძლებლობებით, ამიტო ზოგს შეუძლია დახვეწა და ზოგს კიდე არა. ეს უკანასკნელი მაგალითი კი შეგვიძLია გამოვხატოთ ლობჟანიძის შემთხვევაში, ხოლო მერებაშვილი კიდე მერებაშვილად დარჩება აწი სულ.

23:21 | 01.10.2018
deqstera_best_7 (1964)

გეტყვი ძმაო, ჯიღაურზე არც მე ვგიჟდები მაგრამ ესპანეთთან რო მოვიგეთ საგოლე მაგან გააკეთა მერებაშვილი კი ზემოთჩამოთვლილთა მსგავსად კლუბში კარგი ნაკრებში .....

23:32 | 01.10.2018
alfadhirhaiti (7530)

მაგ გოლში ყაზაიშვილის წვლილი უფრო მეტი იყო. : )) არ ვარ ამოჩემების მომხრე და ნაკრების გადმოსახედიდან ვცდილობ შევაფასო სიტუაცია. არ მომწონს კლასის ნატამალი რო არ გააჩნია შემტევ ფეხბურთელს და აშკარად არაა ეს ოპტიმალური შემადგენლობა, შეიძლებოდა უკეთესი "კამანდით" ჩანაცვლება. არაბიძე თუნდაც, ამ 2 მატჩში აუცილელად გამოსაძახებელი იყო. ცოტა შორს გაიხედოს სლავიკამ, ჩაკვეტაძე-არაბიძისგან რა დუეტი შეიძLება გამოიწვრთნას

22:51 | 01.10.2018
deqstera_best_7 (1964)

ანანიძე-ყაზაიშვილი-ოქრიაშვილი კი ახალტრავმამორჩენილები იყვნენ კი არა სულ რო ასკინკილათი ითამაშონ მაინც ბევრს ჯობნიან

22:13 | 01.10.2018
alfadhirhaiti (7530)

მესამე წელია ნაკრებს წვრთნის და სწორი სელექცია ვერ ისწავლა

მერებაშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური......

ამათ მაგივრად ისევ სანდრო კობახიძე გამოეძახა სჯობდა, უკეთესია და პლიუს "ჟილკა" მაინც აქვს.

ბოლოს და ბოლოს, ებრალიძეს ნახევარდაცვის ფლანგზე შეუძლია თამაში და რომელიმეს მაგივრად ჩაესვა

არაბიძეზე ხო აღარაფერს ვამბობ.

09:40 | 02.10.2018
salazar (1835)

გეთანხმები.
კობახიძეს არაერთხელ წარმოუჩენია თავი დადებითად. რასაც ჯიღაურზე და ჭანტურიშვილზე ვერ ვიტყვი. მერებაც... თავი აგვატკივა : ))
ვიზე ნაკლებს ირბენს სანდრო??

21:43 | 01.10.2018
lagashi (6738)

კიტეიშვილი მაინტერესებს მაგრად, ამ ორი მატჩიდან ერთი რომელიმე რომ დაუთმოს ძალიან მაგრად ითამაშებს. ანანიძე, ოქრიაშვილი და მჭედლიძე, სამივე რომ ძირითადში დააყენოს ძალიან სარისკო იქნება, რომელი წაიქცევა არავინ იცის

21:24 | 01.10.2018
lashamax (938)

იმდენი ნახევარმცველი ყავს ეს მტლუ ჩაკვეტაძEს თადარიგში დატოვებს

21:02 | 01.10.2018
dinamo222 (8587)

არაბიძე ისევ არ გამოიძახა ? და არც ამბობს რას ერჩის @ აგერ ვნახავთ რომ ანდორასთანაც 6 ჩამშლელს დააყენებს ანუ 4 მცველს და 2 საყრდენს @@

19:44 | 01.10.2018
ficxela10 (4839)

ებრალიძე ებრალიძე ებრალიძე, რა იყოთ მესია თუ რონალდო ყველა პოსტზე რომ წერთ რომელ ნახევარმცველს ჯობია ვინც გამოძახებულია??? რაც შეეხება ანანიძეს მის გარეშე ძალიან გვიჭირს ბოლო პასის გაკეთება და ტამაშის რიტმის წარმართვა მჭედლო ოქრი და ჯანო დიდი ძალაა ნაკრებისთვის შეიძლება შეუცვლელი მოთამაშეებიც ვუწოდოთ

19:39 | 01.10.2018
Shevche (15054)

მეც მინდოდა არაბიძის გამოძახება, მაგრამ ბენფიკასთან თამაშის მერე(მართალია მაგ მატჩში მისი გუნდიდან საუკეთესო იყო, მაგრამ) ძირითადში აღარ აყენებენ. ნასიონალის ბოლო 3 მატჩიდან მხოლოდ 2-ში ათამაშეს ბოლო 10 და 25 წუთი. ანუ ჯამში 35 წუთი. როგორც ჩანს, მართლა არ არის ფორმაში.
რაც შეეხება ებრალიძეს, თავიდან ძირითადში დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს ამოვარდა ძირითადიდან. იმდღეს ვუყურე ბენფიკა-ჩავესი იყო სილკზე და იმ თამაშში ჩავესიდან 2 უმაგრესი გოლი გაუტანა ბენფიკას სომეხმა ფეხბურთელმა ღაზარიანმა. ამ დროს ებრალიძე 90-ე წუთზე შემოვიდა თამაშში ) ესაა რეალობა.
ერთადერთი მიქელთაძეს დავამატებდი. მხოლოდ 2 თავდამსხმელით ვართ და მიქელთაძე ძირითადში თამაშობს იმ გუნდში, სადაც კაჭარავა სკამზე ზის

21:13 | 01.10.2018
salazar (1835)

ეგ მართალია, მაგრამ იგივე პოზიციაზე ვინ ყავს? ტრავმირებული პაპუ, ჭანტურიშვილი, მერება, ჯიღაური : ))) კაი რა : ) სულ, რომ ერთი წუთით არ ეთამაშა კლუბში მაინც გამოსაძახებელი იყო.

საქმე პრაქტიკაში არ არის თორე ოქრის და ჯანოსაც არ გამოიძახებდა.
ხასიათი არ მოსწონს.
უფრო ჭანტურას გზას გაუყენა.

18:54 | 01.10.2018
zanzibari (457)

ნუ მეტნაკლებად ვინცკი ფაფხურობს ყველა მოიწვია გარდა ბეგლარიშვილი და ებრალიძესი მოიწვიოს რატო უკლავს ამ ბიჭებს მონდომებას გაფართოებულ სიაში მაინც მოიწვიოს. არაბიძე კიდე იქნებ მაგის რთული ხასიათის გამო შექება წახალისება სტიმულად ექცეს მოიწვიოს ბიჭი დაგრუზულია მხარდაჭერა უნდა.

18:09 | 01.10.2018
levani82 (41682)

კარგი სიაა

18:08 | 01.10.2018
ირაოლა (563)

მთავარია ვის გამოიყვანს....

17:50 | 01.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

აქ ბევრი იწერებოდა ვითომ მაკედონიის უძლეველობაზე რაც არის სრული ბლეფი

20:27 | 01.10.2018
sabonis (9584)

უძლეველი ნაღდათ არაა, მარა არც ისეა საქმე ზოგიერთს, რომ გონია ცალი ფეხით უნდაოუგოთო.

17:50 | 01.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

მჭედლიძს დაბრუნება ფენომენალური ამბვია და თუ ჯანო და მჭედლიძეც ფორმაშ აღმოჩნდნენ და არ მოგვეძალა ტრავმები, მაშნ ამ ტურნირზე უდაო და უკონკურენტო ფავორიტები ვართ

17:49 | 01.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

სამწუხაროდ ამერიკიდან ჩამოსული კაშია და მითუმეტეს მუდმივად ნელა და ზანტად მოთამაშე ყაზაიშვილი(თუმცა საკმაო კვალიფიკაციის მქონე) არ იქნებიან ფიზიკურად მზად. მგზავრობა ძალიან ღლის და თან დროც ცოტა თამაშამდე

17:47 | 01.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ჯანოს გამოძახება არ არის ადრე, რადგან თამაშობს. ჯანო არის ამ გუნდის ღერძი და ტვინი და ხერხემალი

17:28 | 01.10.2018
Buratino (3505)

ამჯერად, სიის შედგენისას თითქმის ყველაფერში ვეთანხმები ვაისს. მეორე მხრივ, ასე მგონია რომ ამ 26 კაციდან საბოლოო სია შემცირდება 22-23 მოთამაშემდე. თუ ტრავმები არ ჩაერია საქმეში, ჩემი აზრით, წარმოდგენილი სიიდან ე.წ. "შემცირებაში" უნდა მოჰყვნენ ჭანტურიშვილი, ჯიღაური და მერებაშვილი. რაც შეეხება არაბიძის არგამოძახებას, ამ ეტაპზე ვაისი მართალია

17:04 | 01.10.2018
salazar (1835)

ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტია. უდავოდ.
როცა ტრავმირებულ პაპუნაშვილს იძახებ, მერებას, ჯიღაურს, ჭანტურიშვილს და არაბას ტოვებ, ესეიგი ჭანტურასავით აითვალწუნა და არაფერი აღარ ეშველება მაგ ამბავს.
არ ვამბობ, რომ ვაისის ბრალია. უბრალოდ ფაქტია, რომ კონფლიქტია.

ან პორტუგალიის ჩემპიონატი აზერბაიჯანში ერევა, ებრალიძესაც რო ტოვებს : )))

00:50 | 02.10.2018
juria (396)

არაბა ძმაო არ იმსახურებს ,,,ჯერ ჩამოეშვას ციდან და თავში რო აქ ავარდნილი რა აუვარდა მაინც ვერ გავიგე,,,ვენაცვალე ვაის რო არ გამოიძახა,, და არც უნდა გამოიძახოს აწი სანამ არ მიხვდება რო ფეხბურთს უნდა სირბილი და არა ხელების შლა და ყველასთან ჩხუბი

17:04 | 01.10.2018
sandrinio10 (1411)

ოქრიაშვილმა ლატვიასთან რომ ითამაშა იმის მერე არ უთამაშია, რუსეთის თასზეც არ ათამაშებენ, ჯანოს გამოძახება ჯერ ადრე იყო , უთამაშებელია, უნდა გამოეძახა : პარუნაშვილი (დანიიდან) , ებრალიძე(პორტუგალიიდან ) და მჭედლიშვილი (ხორვატიიდან) , ვინც თამაშობენ თავიანთ გუნდებში. ასევე არაბულის გამოძახება ჯობდა კაჭარავას გამოძახებას.

16:57 | 01.10.2018
NudeDude (822)

მჭედლიძემ თუ ვერ ითამაშა სრულად კაჭარავას თამაშს ჯობია ვაკო დადგეს წინ ან ოქრი

16:55 | 01.10.2018
NudeDude (822)

-----------------------------ლორია---------------------
კაკაბაძე---------კვერკველია------------კაშია(ხოჭოლავა)-------ნავალოვსკი(სხვა რა გზაა)
-----------------კანკავა--------------კვეკვესკირი----------------------------
ყაზაიშვილი------------------ანანიძე---------------------ჩაკვეტაძე---------
--------------------------მჭედლიძე------------------------------------5-0

0.150111