ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა ლიონელ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებას ურჩევს. როგორც დიეგომ Clarin-თან საუბარში განაცხადა, რომ არგენტინელი გულშემატკივარი მესის ყველაფერში ადანაშაულებს და უსამართლოდ აკრიტიკებს.
„რას ვურჩევ მესის? - აღარ ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში და დაასრულოს საერთაშორისო კარიერა. თუ არგენტინის 15-წლამდე ნაკრები წააგებს, ეს მესის ბრალია. ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი, „ბოკას“ თამაში და საერთოდ, ყველაფერი მესის ბრალია და ყველაფერში დამნაშავეა“, - აღნიშნა მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ მესის ამჟამად არგენტინის ნაკრებში დროებითი პაუზა აქვს აღებული, თუმცა სანაკრებო კარიერის საბოლოოდ დასრულების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.