ფეხბურთი

22:46 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "დინამო" პირველ ადგილს დააშორა

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტური ორი შეხვედრით და ერთი გოლით დაიწყო. ტურის ცენტრალური მატჩი გორში შედგა, სადაც „დილამ“ „დინამო“ თბილისს უმასპინძლა.

კახა კაჭარავას გუნდისთვის სეზონის რაც უფრო ფინიშისკენ მიდის, მითუფრო ოქროს ფასი აქვს თითოეულ ქულას. ამიტომაც, გორში ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა. თავის მხრივ, „დილაც“ არაა უსაქმოდ და ევროზონაში მოხვედრას აპირებს. შესაბამისად, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ მეტად დაძაბული შეხვედრა შედგა. საბოლოოდ, საწადელი „დილამ“ აისრულა, რომელმაც მიკოლა კოვტალიუკის გოლით პრინციპული მეტოქე დაამარცხა.

74-ე წუთზე ნონიკაშვილმა ჩინებულად ითამაშა, ბურთი მოიპოვა და შეტევაც სწორად გააგრძელა. ფლანგზე კორიფაძე მოძებნა, რომლის ჩაწოდების შემდეგ უკრაინელმა ფორვარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მოკლედ, „დინამო“ დამარცხდა, „საბურთალოსთან“ ჩამორჩენა ისევ 4 ქულაა, მაგრამ ახლა კაჭარავას გუნდს თამაში მარაგში აღარ აქვს.

ტური კი, ფოთში უგოლოდ დაიწყო, სადაც „კოლხეთს“ მოქმედმა ჩემპიონმა „ტორპედომ“ ვერაფერი დააკლო.

27-ე ტურის ორი მატჩი 1 ოქტომბერსაა ჩანიშნული: „სიონი“ – „ჩიხურა“, „საბურთალო“ – „სამტრედია“.

„დილა“ – „დინამო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კოვტალიუკი (74)

„კოლხეთი“ – „ტორპედო“ 0:0 (0:0)

0.174329