ჭიდაობა

22:37 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანების 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ვეტერანებს შორის ქართველმა ფალავნებმა სამი მედალი მოიპოვეს.

ვეტერანებს შორის ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა ტიტულოვანმა ქართველმა მოჭიდავე ლუკა კურტანიძემ, ვინც მძიმე წონით კატეგორიის (130 კგ.) ფინალში ბულგარელი დიმიტროვ კაშინოვი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ კურტანიძე უფროსებს შორის მსოფლიოს ორგზის, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მეორე ოქროს მედალი 70 კგ-ში ამირან ციკვაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში იაპონელი კოჯი ფურუსატუ 7:3 დაამარცხა. 88 კგ-მდე წონით კატეგორიაში კატეგორიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იოსებ ხუციშვილი გახდა.

0.150557