ჭადრაკი

20:40 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული მატჩი საჭადრაკო ოლიმპიადაზე

საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში. მეექვსე ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები კანადის გუნდის წინაამღმდეგ თამაშობდა. ბაადურ ჯობავამ პირველ დაფაზე გამარჯვება მოიპოვა. მიხეილ მჭედლიშვილი დამარცხდა. ლევან ფანცულაიამ კანადელთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ევგენი ბარეევთან ქულა გაიყო, ასევე ივან ჩეპარინოვმაც ჩვენს გუნდს ნახევარი ქულა შესძინა. საბოლოოდ, ფრე -2:2.

საქართველოს მეორე გუნდმა ვიეტნამის ნაკრებთან ფრედ 2:2 ითამაშა. ლუკა პაიჭაძემ თავისი პარტია ყაიმით დაასრულა, ისევე როგორც - ირაკლი ბერაძემ, დავით მაღალაშვილმა მარცხი იწვნია, სამაგიეროდ, თორნიკე სანიკიძემ მოიგო

რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა მესამე გუნდს - იგი ჰოლანდიის ნაკრებთან 1,5:2,5 დამარცხდა. ნოე თუთისანმა (2471) წააგო ანიშ გირთან (2780) , ლუკა ობოლაძე (2340) კი ერვინ ლამთან (2639) დათმო შეხვედრა. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2343) და ლოეკ ვან ველი (2642) დაზავდნენ. მეოთხე დაფაზე კი გიორგი სიბაშვილმა (2425) - იორდენ ვან ფორესტს (2624) მოუგო

ქალთა ოლიმპიადის მეექვსე ტურში შედგა ქართული მატჩი - ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის პირველი და მეორე ქალთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გუნდების ლიდერები - ნანა ძაგნიძე (2509) და სალომე მელია (2391) ყაიმზე შეთანხმდნენ. ლელა ჯავახიშვილმა (2475) - ინგა ჭარხალაშვილს (2317) მოუგო. მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილმა (2469) და სოფო გვეტაძემ (2325) ქულა გაიყვეს. მერი არაბიძე (2404) კი სოფიკო ხუხაშვილს (2301) დაუზავდა. საბოლოოდ, საქართველოს პირველმა ნაკრებმა 2,5:1,5 იმარჯვა.

საქართველოს მესამე ნაკრები უნგრეთის გუნდს დაუპირისპირდა და 0,5:3,5 წააგო.

ნინო ხომერიკი (2313) დან ჰოანგთან (2423) დამარცხდა, ლილე ქორიძე (1931) - ტისია გარასთან (2321), მარიამ ჯანიაშვილი (2081) - ანიტა გარასთან (2370). თამარ ესაძე (1911) ჟულიანა ტერბეს (2260) დაუზავდა.

მეექვსე ტურის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114438