საქართველოს თასის გათამაშების შემდეგ იწყება 2018-19 სეზონის სახელბურთო ჩემპიონატების სერია, რომელიც უფროსი ასაკის, 17-წლამდელმა გოგონებმა გახსნეს. წლეულს სულ გაიმართება 6 ეროვნული პირველობა: 2-2 ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებს (17 და 15 წლამდე) შორის და ეროვნული ჩემპიონატები კაცებსა და ქალებში.
2002-03 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის წლეულს ორით მეტი, 9 გუნდი შეგროვდა. პირველ სათამაშო დღეს 2-2 მატჩი მოიგეს შარშანდელმა ჩემპიონმა, აჭარის გუნდმა, ბრინჯაოს პრიზიორმა, ფოთის ოქროს ვერძმა და ყვარელმა. მომდევნო სათამაშო დღეებია 13 და 14 ოქტომბერი. წლის ბოლომდე მონაწილე გუნდები მოილევენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ორ-ორსა და ერთ საერთო წრეს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.
გოგონები, 17 წლამდე
29 სექტემბერი, არენა 2
ქარიშხალა - მამული 30-21
ყვარელი - პეგასი 11-8
მამული - ყვარელი 4-17
მსაჯები: ი. ჭკუასელი, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი
30 სექტემბერი, სენაკი
აჭარა - წყალტუბო 29-12
სამტრედია - BSB ბათუმი 23-6
წყალტუბო - ფოთი 10-16
BSB ბათუმი - აჭარა 8-16
ფოთი - სამტრედია 22-13
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი - შ. სტურუა, ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი
მომდევნო მატჩები: 13 და 14 ოქტომბერს
------------------თ---მ---ფ---წ------ბ-------ქ
აჭარა----------2---2---0---0---45-20---4
ყვარელი------2---2---0---0---28-12---4
ფოთი----------2---2---0---0---38-23---4
ქარიშხალა----1---1---0---0---30-21---2
სამტრედია---2---1---0---1---36-28----2
პეგასი---------1---0---0---1----8-11----0
მამული-------2---0---0----2---25-47---0
წყალტუბო----2---0---0---2---22-45---0
ბათუმი--------2---0---0---2---14-39---0







