მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი დაშავდა. უელსელ შემტევს „ატლეტიკოსთან“ მატჩის მე-40 წუთზე კუნთების პრობლემა შეექმნა და ხულენ ლოპეტეგიმ შესვენებაზე შეცვალა კიდეც.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა პერიოდი გაუცდება ბეილს, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე ცსკა-ს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, არაა გამორიცხული სანაკრებო შეხვედრებიც გამოტოვოს. ზუსტი დიაგნოზი კი ცნობილი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
მიმდინარე სეზონში 29 წლის შემტევს 8 თამაში აქვს ჩატარებული და 4 გოლის გატანა მოახერხა.