გიგა ჯანელიძის “ალმა ტრიესტემ” ოთხთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ორივე მატჩი წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა, რომელიც სერია ა-ს ახალი სეზონისთვის ემზადება, ძალები “ტროფეო მიმი ანსელმიზე” სცადა.
ტრიესტელებმა პირველი შეხვედრა “რეიერ ვენეციასთან” ჩაატარეს და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს (48:79), გიგამ კი 2 ქულა მიითვალა. მინი-ტურნირის მე-3 ადგილისთვის მატჩში “ალმა ტრიესტე” “კალიარი დინამო აკადემიასთან” 74:79 დამარცხდა, ხოლო ჩვენებურმა 4 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მომავალი სეზონი სტარტს 6 ოქტომბერს აიღებს, ჯანელიძის გუნდი კი 7-ში “ვირტუს ბოლონიას” დაუხვდება.