ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურის კალენდარულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს „ეიბარი“ და „სევილია“ ხვდებოდნენ, უსიამოვნო ინცინდენტი მოხდა.
58-ე წუთზე, როდესაც სტუმრები ევერ ბანეგას გატანილ გოლს აღნიშნავდნენ, როდესაც „ესტადიო მუნისიპალის“ ტრიბუნების ბარიერმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. შედეგად რამდენიმე სევილიელი ქომაგი სტადიონზე აღმოჩნდა.
როგორც ესპანური მედია იტყობინება, 2 ადამიანი უმნიშვნელოდ დაშავდა. შეხვედრა 15 წუთით მომხდარის გამო შეწყდა, თუმცა მერე განახლდა და საბლოოოდ, „სევილიამ“ 3:1 მოიგო.