ფეხბურთი

3:15 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი ავტოგოლი ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში კურიოზული გოლი გავიდა. „შტუტგარტი“ „ვერდერს“ მასპინძლობდა და 68-ე წუთისთვის 1:0 ამარცხებდა, თანაც რიცხობრივ უპირატესობასაც ფლობდა. თითქოს, „შვაბებს“ საშიშორება არსაიდან ემუქრებოდათ, მაგრამ...

მაგრამ, ბორნა სოსამ უწყინარ სიტუაციაში აუტიდან ბურთი მეკარეს, რონ-რობერტ ცილერს გადააწოდა, რომელიც აშკარად არ ელოდა თანაგუნდელისგან ასეთ გადაწყვეტილებას. შედეგად, ცილერმა ბურთთან შეხება მოასწრო, მაგრამ გაჩერება ვერ მოახერხა და ანგარიში გათანაბრდა. ეს შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ყველაზე კურიოზული გოლიც გამოდგეს.

ბედად, გონსალო კასტრომ 7 წუთში მეორე გოლი გაუტანა „ბრემენელ მუსიკოსებს“ და „შტუტგარტმა“ შეხვედრა მაინც მოიგო. თუმცა, ცილერისა და სოსას დაუდევრობა, რაღა თქმა უნდა, კარგა ხანს დავიწყებას არ მიეცემა...

0.113969