ფეხბურთი

0:37 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" გენერალურმა დირექტორმა დატოვა

ტურინის „იუვენტუსი“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„გენერალური დირექტორის პოსტზე ჩემი მანდატის ვადა 25 ოქტომბერს იწურება, ხოლო დირექტორატის განახლებულ შემადგენლობაში ჩემი სახელი აღარ იქნება, შესაბამისად, ჩვენი გზები გაიყარა.

თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამაზე მომავალში ვისაუბრებთ, რომ კითხვები არ დარჩეს. ახლა ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია და დეტალებზე საუბარი არ მინდა. „იუვენტუსში“ დიდებული 8 წელი გავატარე და ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია? - პრეზიდენტობას არ ვაპირებ, ამჟამად ეს ჩემს გეგმებში არ შედის“, - განაცხადა მაროტამ იტალიურ მედიასთან „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ.

ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსში“ 2010 წელს გენუის „სამპდორიადან“ გადავიდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება ტურინელთა აღზევება. ხსენებულ პერიოდში „იუვემ“ იტალიის ჩემპიონატი შვიდჯერ, იტალიის თასი ოთხჯერ, იტალიის სუპერთასი სამჯერ მოიგო, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113276