ფეხბურთი

15:42 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილს დიაგნოზი დაუსვეს

საქართველოს ნაკრებისა და „სარაგოსას“ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილის ტრავმის ხარისხი ცნობილია. როგოც ესპანური გამოცემა Eldesmarque.com-ი იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

როგორც აღმოჩნდა, ქართველ ფეხბურთელს კოჭის უმნიშვნელო დაზიანება აღენიშნება და უახლოეს პერიოდში გუნდს დაუბრუნდება.

დიდი ალბათობით, გიორგის მომდევნო შეხვედრა გაუცდება, რომელსაც „სარაგოსა“ 8 ოქტომბერს, პამპლონას „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილმა ტრავმა „ალბასეტესთან“ მატჩის 35 წუთხე მეტოქესთან შეჯახებისას მიიღო, რადგან მიწაზე ფეხი ცუდად დადგა. თავდაპირველად იყო იმის საშიშროება, რომ ჩვენებურს ფეხბურთის გარეშე დიდი ხნით მოუწევდა დარჩენა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117194