ჩოგბურთი

16:40 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხიანი ნახევარფინალები

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გამოეთიშა.

კალაშნიკოვა და იაპონელი ნაო ჰიბინო, რომელთაც წყვილთა შეჯიბრში მე-3 განთესვა ჰქონდათ, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში სერბ დანილოვიჩსა და სლოვენიელ ზიდანსეკს გაეჯიბრნენ და 6:4, 6:7 (9:11), 4:10 დამარცხდნენ.
ასევე ნახევარფინალში დაასრულა ასპარეზობა სოფო შაფათავამ იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე.
მე-3 განთესვით მოთამაშე შაფათავამა და ჩინელმა ვუშუან ჟენგმა ჩინურ წყვილთან (ჩაო-მა) 4:6, 4:6 წააგეს.

0.105453