ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულეს და შესაბამისად ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ქართულმა წყვილმა 154 ქულის მოპოვება მოახერხა, რაც მეორე ადგილისთვის საკმარისი გამოდგა.
ოქროს მედლები რუსმა ელიზავეტა ხუდაიბერდიევამ და ნიკიტა ნაზაროვმა დაისაკუთრეს. ბრინჯაოს მედლები კი ასევე რუსულ წყვილს დაიანა დევისსა და გლებ სმოლნიკს ხვდათ წილად.