ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი „ჩელსისთან“ რევანშისთვის ემზადება. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, რთული თამაში იქნება, მაგრამ სათასო დაპირისპირებისგან განსხვავებულ თამაშს ელოდება.
„ადვილი არაა რევანში, როდესაც პირველი თამაში აგვისტოშია, ხოლო მეორე - მაისში. მაგრამ, თუ სამი დღეა სხვაობა, მაშინ ეს შესაძლებელია. ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება და განსხვავებულ თამაშს ველოდებით, ვიდრე ეს ოთხშაბათს იყო. ვეცდებით, რომ ბოლო მატჩში მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ“, - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 4 დღის წინ ინგლისის ლიგის თასზე „ჩელსისთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ხოლო დღეს, პრემიერლიგის ეგიდით სტუმრად დაუპირისპირდება.