ფეხბურთი

11:21 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუსო: "მილანს" დიდი გუნდის მენტალიტეტი არ აქვს"

იტალიური “მილანის” შემტევი სუსო კლუბის მთავარ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობს. ესპანელი მიიჩნევს, რომ “როსონერის” ამჟამად დიდი გუნდის მენტალიტეტი არ აქვს და ეს პრობლემას წარმოადგენს.

“ვეთანხმები მათ, ვინც ფიქრობს, რომ დიდი გუნდის მენტალიტეტი გვაკლია. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, სხვა გუნდებზე ცუდი არა, მაგრამ მენტალიტეტი გვჭირდება, რომლის წყალობითაც მოვიგებთ თამაშებს და მატჩის დროს უპირატესობას არ გავანიავებთ”, - აღნიშნა სუსომ.

“მილანს” 5 თამაშში 6 ქულა აქვს მოპოვებული და მხოლოდ მე-13 ადგილზე იმყოფება.

თეგებისუსომილანი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063748