სხვა

1:42 | 29.09.2018 | ნანახია 358 - ჯერ

იაპონიაში 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ზაფხულის დროზე გადასვლას არ იწონებენ

იაპონიის ხელისუფლებამ 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ზაფხულის დროზე გადასვლის იდეა განიხილა, მაგრამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ტოსიაკი ენდოს განცხადებით, ოლიმპიური თამაშების წელს ქვეყნის ზაფხულის დროზე გადასვლა რთული იქნება.

ქვეყნის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ წინაღობა ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული - ყველა აუცილებელი სისტემის ახალ დროზე გადაყვანას დიდი სახსრები და სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ ყოველივე უარყოფითად აისახება იაპონიის მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, ზაფხულის დროზე გადასვლის საკითხის შესწავლა კვლავაც გაგრძელდება.

2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ზაფხულის დროზე გადასვლით ტოკიოს თამაშების ორგანიზატორებს სპორტსმენებზე და მაყურებლებზე სიცხის ზემოქმედების შემცირების იმედი აქვთ.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ივლის-აგვისტოში - იაპონიისთვის ყველაზე ცხელ თვეებში ჩატარდება.

www.geonoc.org.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:29 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ

მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ

13:27 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა? ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124965
სარეკლამო ადგილი - 99
X x X