ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩვეულ ფორმაშია. შვედის განცხადებით, ფიფას გალა დაჯილდოვება არ აინტერესებდა, რადგან საუკეთესო გოლებში მისი გვარი არ ფიგურირებდა.
„სალაჰმა პუშკაშის პრიზი დაიმსახურა? - არა! ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუმ უფრო ლამაზი გოლი გაიტანა. სხვა კანდიდატები კი არ მინახავს, რადგან, სადაც ჩემი გოლი არ მოხვდა, ჩემთვის საინტერესო აღარ იყო. ჩემი გოლი „ლოს ანჯელესის“ კარში იმსახურებდა კანდიდატებში მოხვედრას, მაგრამ იმედია, მომავალ წელს იქნება“, - აღნიშნა იბრამ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საუკეთესო გოლი ფიფას ვერსიით მოჰამედ სალაჰმა გაიტანა „ევერტონის“ წინააღმდეგ და შესაბამისად, ეგვიპტელმა პუშკაშის სახელობის ჯილდო მოიგო.