მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ „ჩელსიში“ გატარებული ბოლო პერიოდი და ანტონიო კონტესთან ურთიერთობა გაიხსენა. მისი განცხადებით, მომხდარში დამნაშავე არ ყოფილა და ეს დროის გასვლამ დაადასტურა.
„ეს იყო საშინელი მომენტი, რომელიც ჩემი ბრალი არ ყოფილა. ხალხი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. შეხედეთ სად არის მწვრთნელი, სადაა ანტონიო კონტე. „ჩელსის“ დატოვება ცუდად მომიწია.
სიმეონე პირადპირია. როდესაც „ჩოლოს“ რამე არ სურს, ეს ნათელია. „ჩელსიში“ ყველაფერი პირიქით იყო. ჩვენ მოვიგეთ ტიტული, შემდეგ კი მივიღე მესიჯი, რომ არ ვჭირდებოდი. მქონდა „ატლეტიკოში“ დაბრუნების შანსი და დაბრკოლება არ არსებობდა. მქონდა სხვა შეთავაზებებიც, ან შემეძლო ბრაზილიაში ჩემს ოჯახთან ვყოფილიყავი, მაგრამ მე სხვა ფასეულობები მაქვს, რომელიც ფულზე არ იყიდება“, - აღნიშნა დიეგო კოშტამ Marca-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტა „ჩელსიში“ 2016-2017 წლების სეზონში ძირითადი ფორვარდი იყო, მაგრამ შემდეგ ანტონიო კონტესთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ინგლისის დატოვება მოუწია. შედეგად კი, მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდა.