ფეხბურთი

17:56 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგს ფრანგი შეცვლის

მიუნხენის „ბაიერნი“ ფრანკ რიბერის შეცვლელის ძებნას შეუდგა. Ouest France-ს ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ ფრანგი შემტევის მემკვიდრედ თანამემამულე ფლორენ ტოვინს მიიჩნევს, რომელის მარსელის „ოლიმპიკის“ ღირსებას იცავს.

35 წლის რიბერის „ბაიერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს დატოვებს. რაც შეეხება ტოვენს, ფრანგი „მარსელის“ ლიდერია და კლუბი მასთან შელევას 80 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში ფლორენ ტოვინმა ლიგა 1-ის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.112509