ფეხბურთი

16:58 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბერლუსკონი და გალიანი ფეხბურთში დაბრუნდნენ

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტი და „მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ფეხბურთში დაბრუნდა. 82 წლის სილვიომ იტალიის სერია С-ს საფეხბურთო კლუბი „მონცა“ შეიძინა.

არაოფიცალური ცნობით, ბერლუსკონიმ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა ახალი გუნდი, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი გახდა.

საინტერესოა, რომ „მონცაში“, გენერალური დირექტორის პოსტზე ბერლუსკონის მარჯვენა ხელი „მილანიდან“, ადრიანო გალიანი იმუშავებს.

0.116678