ჩოგბურთი

14:43 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის დატვირთული დღე

ქართველ ჩოგბურთელ მარიამ ბოლქვაძეს დატვირთული დღე ელის, რადგანაც პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მიჯრით ორ მატჩს ჩაატარებს.

თავდაპირველად, ბოლქვაძე ერთეულთა შეჯიბრის მეოთხედფინალში პემრა ოზგენს გაეჯიბრება და ამ შეხვედრაში ფავორიტად თურქი ითვლება, რადგანაც ის მე-3 ნომრადაა განთესილი, ჩვენებურმა კი თამაში კვალიფიკაციიდან დაიწყო.
წყვილთა მეოთხედფინალში ბოლქვაძემა და პორტუგალიელმა მურტამ იტალიელი ბულანი და იაპონელი იმანიში 6:1, 7:6 (7:5) დაამარცხეს და საღამოსკენ ნახევარფინალში ბელგიელ მინენსა და ხსენებულ ოზგენს დაუპირისპირდებიან.

0.09617