ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) გამარჯვებული გახდა.
ცივაძე ყაზახ გრიგორი ლომაკინთან ერთად წყვილთა შეჯიბრში მე-3 ნომრად იყო განთესილი და ტიტულის მოგებამდე 4 გამარჯვება იზეიმა.
ცივაძემა და ლომაკინმა გზიდან საწყის რაუნდებში ყაზახები ხასანოვი/ტაშბულატოვი (6:3, 6:3) და ნარბეკოვი/უსიპბეკოვი (6:2, 6:1) იოლად ჩამოიცილეს, ნახევარფინალში რუსებს – ჯანაშიასა და კალინინს 7:5, 6:2 სძლიეს, ფინალში კი ბელარუსები ბური და ზუბკო 7:6 (7:3), 6:3 დაამარცხეს.