კალათბურთი

11:45 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტელეტოვიჩმა კარიერა დაასრულა

33 წლის ბოსნია-ჰერცოგოვინელმა ფორვარდმა მირზა ტელეტოვიჩმა კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას Sportando.com-ი ავრცელებს.

ტელეტოვიჩს 2017 წლის დეკებერში ექიმმა ფილტვებში თრომბი დაუდგინა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მირზას კარიერის დასრულება მოუწია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეტოვიჩი ბოსნია-ჰერცოგოვინას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას უმიზნებს.

მირზას ნბა-ს სამ კლუბში უთამაშია, ესენია "ბრუკლინი", "ფინიქსი" და "მილოუკი". ნბა-ში მისი მონაგარი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.1 ქულას და2.3 მოხსნას შეადგენს.

0.116253