თამაშგარე

12:19 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ფროილაინ კაგებე“ - ავსტრიელთა გამოცანა

წარმოშობით რუსი, თუმცა ავსტრიაში გაზრდილი პირმშვენიერი ასული, ამინა დაგი, რომელიც ამჯერად საფეხბურთო კლუბ “ზალცბურგის“ თილისმად ითვლება, 2012 წელს დიდ წარმატებას გადასწვდა. სრულიად ავსტრიამ იგი “მის ავსტრიად“ დაასახელა და ამას “მის მსოფლიოზე“ დაკავებული საპატიო მეოთხე ადგილიც მოჰყვა, რაც შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვების ტოლფასი წარმატებაა.

ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ამინა დაგი ამ ასულის ნამდვილი სახელი არაა და საქმე პოპულარობის მოსახვეჭ მეტსახელთან გვაქვს. ამინას ბიოგრაფიის მთელი რიგი მონაკვეთები ბურისითაა მოცული და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გოგონა თავის ნამდვილ სახელსაც კი ცოცხალი თავით არ ამხელს.

ამინა დაგის ცხოვრების ესოდენი გასაიდუმლოების გამო, მას ავსტრიაში ხუმრობით “ფროილაინ კაგებე“ შეარქვეს, რაც ცხადია მოდელის რუსულ წამოშობაზე ერთგვარი ხაზგასმაცაა. ერთი კი ნათელი და ცხადია - ამინა მართლაც ნამეტნავად ლამაზი ქალია და ვინც ის 6 წლის წინ ავსტრიის საუკეთესო ლამაზმანად დაასახელა, იმან უნდა თქვას - გემოვნება მქონიაო...

0.113701