1918. დაიბადა ანხელ ამადეო ლაბრუნა. 1942-58 წლებში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. 1946 და 1955 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. 1958 წლის მუნდიალზე 39 წლისამ იასპარეზა. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “რივერ პლეიტში” (1939-59), ურუგვაის “რამპლა ხუნიორსში” (1960-61), არგენტინულ “პლატენსეში” (1961), ჩილეს “რანხერს დე ტალკაში” (1961). არგენტინის ცხრაგზის ჩემპიონი. 1943 და 1945 წლებში გახდა არგენტინის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. კარიერის განმავლობაში ჩაატარა 573 მატჩი, გაიტანა 313 გოლი. “რივერის” შემადგენლობაში ჩაატარა 515 მატჩი, გაიტანა 293 გოლი. გასული საუკუნის 70-იან წლებში მწვრთნელად მუშაობდა. “რივერ პლეიტი” არგენტინის ჩემპიონი ექვსჯერ გახადა, “როსარიო სენტრალი” - ერთხელ. ანხელ ლაბრუნა 1983 წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1884. შოტლანდიაში გამომავალმა გაზეთმა “გლაზგო ივნინგ ნიუსმა” შაბათის ნომერი მთლიანად ფეხბურთს დაუთმო. ეს გახლდათ პირველი წმინდა საფეხბურთო გამოცემა.
1891. ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “პენიაროლი”. კლუბი ბრიტანელმა რკინიგზელებმა დააარსეს და თავდაპირველად მას “ურუგვაის რკინიგზის კრიკეტის ცენტრალური კლუბი” ეწოდებოდა. კლუბის პირველი წევრები 72 ბრიტანელი და 45 ურუგვაელი იყო. ურუგვაიში პროფესიული ფეხბურთის შემოღების შემდეგ “პენიაროლი” 36-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხუთჯერ მოიგო ლიბერტადორესის, სამჯერ - საკონტინენტთაშორისო თასი.
1893. პორტუგალიის ქალაქ პორტუში ღვინის მოვაჭრე ანტონიუ ნიკოლაუ დი ალმეიდამ საფეხბურთო კლუბი “პორტუ” დააფუძნა. მალე კლუბმა არსებობა შეწყვიტა და იგი 1906 წელს მონტეირუ და კოშტამ აღადგინა. თავისი პირველი ტიტული “პორტუმ” 1911 წელს მოიპოვა, 1935 წელს კი პორტუგალიის პროფესიული ლიგის პირველი ჩემპიონი გახდა. “დრაკონებმა” (“პორტუს” მეტსახელი) 1987 და 2004 წლებში ჩემპიონთა თასი (ლიგა) მოიგეს, 2003 წელს კი უეფას თასს დაეუფლნენ. “პორტუ” პორტუგალიის 24-გზის ჩემპიონი და თასის 17-გზის მფლობელია. ბოლო 35 წლის განმავლობაში “პორტუ” პორტუგალიის პირველობაზე მესამე ადგილზე ქვემოთ არ დაშვებულა.
1946. ინგლისის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა მცველ ბილი რაიტს. 1959 წლის 11 აპრილს ფეხბურთის ისტორიაში იგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისური 100-ჯერ მოიზომა. სულ კი ბილი რაიტმა ინგლისის ეროვნულ გუნდში 105 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 70 შეხვედრა მან ერთმანეთის ზედიზედ ჩაატარა. 1946 წლის 28 სექტემბერს ჩატარებული მატჩი (ირლანდია-ინგლისი 2:7) ინგლისელთათვის 7 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ასპარეზობა იყო. მეორე მსოფლიო ომამდე ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ბოლოჯერ 1939 წლის 30 მაისს იასპარეზა.
1964. ჩოგბურთში დევისის თასის 53-ე გათამაშების ფინალში, ავსტრალიის ეროვნულ გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი კლივლენდში ჩატარდა.
1971. პრესამ პირველად მიაქცია ყურადღება დიეგო მარადონას. არგენტინულმა გაზეთმა “კლარინმა” სტატია გამოაქვეყნა საბავშვო გუნდ “ლას სებოლიტასზე” (ჩვენებურად “ხახვის პატარა თავები”), მის ლიდერს 10 წლის დიეგოს კი ღვთისგან მომადლებული გენიის მქონე მოთამაშე უწოდა. ამასთან, ჟურნალისტმა მომავალი ვარსკვლავი “კარადონად” მოიხსენია.
1972. დასრულდა პირველი სუპერსერია საბჭოთა კავშირისა და ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ნაკრებებს შორის. მოსკოვში ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაში კანადელმა პოლ ჰენდერსონმა საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე შეძლო შაიბის გატანა ვლადისლავ ტრეტიაკის კარში და ოკეანისგაღმელებმა 6:5 მოიგეს. ამ წარმატების წყალობით კანადელებმა სერიის მოგება მოახერხეს. მათ ოთხ შეხვედრაში იმარჯვეს, ერთი პაექრობა ფრედ დასრულდა, სამში კი საბჭოელებმა მიაღწიეს წარმატებას.
1975. ნიუ იორკის მარათონული გარბენი ქალთა შორის, კიმ მერიტმა მოიგო (2:46.14).
1975. ნიუ იორკის მარათონული გარბენი მამაკაცთა შორის, ტომ ფლემინგმა მოიგო (2:19.27).
1976. მუჰამედ ალიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, კენ ნორტონი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1977. თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების ოცდამეთორმეტედფინალის განმეორებით მატჩში, მილანის “ინტერთან” 0:0 ითამაშა (პირველი შეხვედრა მილანის “სან სიროზე” ქართველებმა 1:0 მოიგეს) და მომდევნო ეტაპზე გავიდა. თბილისში ჩატარებულ შეხვედრას 75 ათასი მაყურებელი დაესწრო. მილანელთა რიგებში არ უთამაშია ჯაჩინტო ფაკეტის. “დინამო”: გოგია, კოსტავა, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, გ. მაჩაიძე (ჩივაძე), მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (დარასელია). გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.
1979. ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ერნი შეივერი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1995. ბათუმის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით შეხვედრაში, გლაზგოს “პარკჰედზე” “სელტიკთან” 0:4 წააგო (პირველი შეხვედრა ბათუმში შოტლანდიელებმა 3:2 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. გლაზგოელთაგან გოლები ტომმა (2), დონელიმ და უოკერმა გაიტანეს. ბათუმელთა კიპერმა ნიკოლოზ ტოგონიძემ დონელის პენალტის მოგერიება შეძლო. ბათუმის “დინამო”: ტოგონიძე, შანიძე, ფუტკარაძე (ღლონტი), მუჯირი, შეყილაძე, თორღაშვილი, მ. მახარაძე, კანტიძე (დ. მახარაძე), ტუღუში, უჯმაჯურიძე, მინდაძე. გუნდს ვალერიან ჩხარტიშვილი წვრთნიდა.
1999. რონალდო გაერო-მ კოსოვოში “მშვიდობის დესპანად” დანიშნა. ბრაზილიელი ფეხბურთელი სიღარიბის დაძლევის აქციაში მონაწილეობდა.
2005. “მილანის” ფორვარდმა ანდრეი შევჩენკომ გელზერკირხენის “შალკესთან” თამაშისას თავისი 50-ე საევროთასო გოლი გაიტანა.
2005. მადრიდის “რეალის” ფორვარდი რაული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში 50 გოლი გაიტანა.
2006. გუანჯოუში (ჩინეთი) გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოთარ თუშიშვილმა (66 კგ) და რევაზ მინდორაშვილმა (84 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
2013. ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე) გუნდისუკეთგასაწვრთნელადსერბი სპეციალისტი ჯორჯე რასიჩი (მას ირაკლი კეკელიძე დაბექარორჯონიკიძეეხმარებიან)მოიწვია.
ამ დღეს დაიბადნენ
1887. ევერი ბრენდეჯი. 1952-1972 წლებში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. მიუნხენის ოლიმპიადის მსვლელობის დროს იგი ლორდმა კილანინმა შეცვალა.
1897. ჰენრიკ რეიმანი. 1922-31 წლებში პოლონეთის ნაკრების ფორვარდი. 1924 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნაკრების კაპიტანი იყო. პოლონეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1957-58 წლებში წვრთნიდა პოლონეთის ნაკრებს. გარდაიცვალა 1963 წელს. კრაკოვში ერთ-ერთ ქუჩას რეიმანის სახელი მიაკუთვნეს.
1905. მაქს შმელინგი. გერმანელი მოკრივე. 1930-32 წლებში სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.
1905. უილიამ ნორჰემი. ავსტრიელი აფროსანი. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1907. ჰეიკი სავოლაინენი. ფინელი ტანმოვარჯიშე. 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1910. მიხალ ფრანტიშეკ მეჩესლავ მატიაში. პოლონეთის ნაკრების (1932-39), ლვოვის “ლეხის” (1925-26), ლვოვის “პოგონის” (1926-39), სსრკ-ის ბორისლავის “ნეფტიანიკის”, კიევის “დინამოს” (1940-41), პოლონეთის ბიტომის “პოლონიას” (1945-48) ფორვარდი. პოლონეთის ჩემპიონი (19260. 1935 წელს გახდა პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. 1944 წელს საბჭოთა ლვოვიდან პოლონეთში დაბრუნდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა. 1952-54 და 1966-67 წლებში სათავეში ედგა პოლონეთის ნაკრებს. 1970 წელს ზაბჟეს “გურნიკი” თასების თასის ფინალში გაიყვანა, რომელშიც პოლონელები “მანჩესტერ სიტისთან” 1:2 დამარცხდნენ. მატიაში 1975 წელს კრაკოვში გარდაიცვალა.
1911. ანრი ელსუორთი. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი (1931).
1913. ალის მარბლი. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ოთხგზის გამარჯვებული (1936, 1938, 1939, 1940).
1918. ანხელ ამადეო ლაბრუნა. 1942-58 წლებში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. 1946 და 1955 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. 1958 წლის მუნდიალზე 39 წლისამ იასპარეზა. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “რივერ პლეიტში” (1939-59), ურუგვაის “რამპლა ხუნიორსში” (1960-61), არგენტინულ “პლატენსეში” (1961), ჩილეს “რანხერს დე ტალკაში” (1961). არგენტინის ცხრაგზის ჩემპიონი. 1943 და 1945 წლებში გახდა არგენტინის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. კარიერის განმავლობაში ჩაატარა 573 მატჩი, გაიტანა 313 გოლი. “რივერის” შემადგენლობაში ჩაატარა 515 მატჩი, გაიტანა 293 გოლი. გასული საუკუნის 70-იან წლებში მწვრთნელად მუშაობდა. “რივერ პლეიტი” არგენტინის ჩემპიონი ექვსჯერ გახადა, “როსარიო სენტრალი” - ერთხელ. ანხელ ლაბრუნა 1983 წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა.
1940. ნოდარ ხოხაშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (ქვემსუბუქი, 63 კგ წონითი კატეგორია) ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოსა (1969) და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (1969) მედლების მფლობელი. საბჭოთა კავშირის 1969 წლის ჩემპიონი. თბილისის საერთაშორისო ტურნირის მრავალგზის გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
1942. პიტერ ბონეტი. ინგლისელი მეკარე. 1966 და 1970 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე გორდონ ბენქსის დუბლიორი იყო.
1943. გერტრუდ ჰეშერი. ავსტრიელი სამთომოთხილამურე. სწრაფდაშვებაში 1960 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1945. მარიელ გოიშელი. ფრანგი სამთომოთხილამურე. ორგზის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - 1964 წელს სწრაფდაშვებაში, 1968-ში კი გიგანტურ სლალომში.
1947. ვლადიმირ ტროშკინი. სსრკ-ის ნაკრების და კიევის “დინამოს” ნახევარმცველი-მცველი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 1975 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. სსრკ-ის ოთხგზის ჩემპიონი (1971, 1974, 1975, 1977). 1974 წელს მიპოვა საკავშირო თასი.
1960. მეხმეტ ბაჟდარევიჩი. იუგოსლავიელი (ბოსნიელი) ფეხბურთელი და მწვრთნელი. იუგოსლავიის ნაკრებში (1983-92) ჩაატარა 54 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. ბოსნიის ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი. 1978-87 წლებში გამოდიოდა “ჟელეზნიჩარში”, შემდეგ კი ფრანგულ კლუბებში - “სოშოში”, “ნიმსა” და “ეტუალ კარუჟში”. მწვრთნელობისას ფრანგული “ისტრი” პირველად გაიყვანა საფრანგეთის პირველ ლიგაში.
1961. იორდანკა დონკოვა. ბულგარელი მძლეოსანი. 100 მეტრზე თარჯრბენში ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდსმენი.
1964. კლაუდიო ბორხი. არგენტინის ნაკრების, “არგენტინოს ხუნიორსის”, იტალიის “კომოს”, შვეიცარიის “ქსამაქსის”, “რივერ პლეიტის”, ბრაზილიის “ფლამენგოს”, “ინდეპენდიენტეს”, “სანტა ფეს”, “ურაკანის”, ჩილეს “კოლო კოლოს”, “პლატენსეს” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 9 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. “არგენტინოს ხუნიორსის” შემადგენლობაში 1985 წელს მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. არგენტინის ჩემპიონი (1984 - მეტროპოლიტანო, 1985 - ნასიონალი). ბრაზილიის თასის მფლობელი (1990).
1968. მიკა ჰაკინენი. ფინელი ავტოპილოტი. ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.
1973. ბორის პოზდნიაკოვი. რუსი მოფარიკავე. 1992, 1996 და 2000 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1974. მარია კისელიოვა. რუსი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში ორგზის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის ცხრაგზის ჩემპიონი.
1977. ჟულიენ პილე. ფრანგი მოფარიკავე. გუნდურ ჩათვლაში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. 1999 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ამ დღეს გარდაიცვალა
2008. 76 წლის ასაკში ლეიკემიით ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის “კაროლინა ჰარიკანის” მფლობელი თომას ტეუსი გარდაიცვალა.