ძიუდო

23:14 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გუნდური ოქრო იაპონიამ დაისაკუთრა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარებული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ძიუდოში გუნდური შეჯიბრით დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ოქროს მედლების მფლობელი უმთავრეს ფავორიტად შერაცხული იაპონია გახდა.
ძიუდოს სამყაროს ლიდერმა მონღოლეთს 4:0 სძლია, აზერბაიჯანს 4:2 აჯობა, ნახევარფინალში კორეის გაერთიანებული გუნდი 4:0 დაამარცხა, გადამწყვეტი შერკინება კი საფრანგეთს მოუგო – 4:1.
ბრინჯაოს მედლები კორეისა და რუსეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.
ცნობისთვის, გუნდურ ტურნირში, რომელიც შერეული პრინციპით (ვაჟები+ქალები) მიმდინარეობდა, 19 გუნდი ჩაება, თუმცა, მათ შორის საქართველო არ გახლდათ. მიზეზი მარტივია: ჩვენი გუნდი ბაქოში ქალი ძიუდოისტების გარეშე იყო ჩასული.

სრული შედეგები

0.110037