ჭადრაკი

20:50 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ვაჟთა ძირითადმა ნაკრებმა ლიტვასთან წააგო, ხოლო ქალები წინსვლას აგრძელებენ

მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრების მეტოქე ლიტვის გუნდი გახლდათ. პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავას (რეიტინგი - 2634) მეტოქე შარუნას სულსკისი (2525) გახლდათ. სამწუხაროდ, ქართველმ ა მოჭადრაკემ წააგო. მეორე დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილი (2607) ტომას კაურუშასს (2484) დაუზავდა. ჩვენი გუნდის წევრი ბულგარელი ივან ჩეპარინოვი (2715), რომელსაც ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი გააჩნია, ამჯერად მესამე დაფას მიუჯდა და ლიტველ ტიტას სტრემავიციუსთან (2467) ყაიმით დაასრულა პარტია, ხოლო მეოთხე დაფაზე დავით ჯოჯუა (2590) ვიდმანტას მალისაუკასთან (2443) დამარცხდა. საბოლოო ანგარიშია 1-3 ლიტვის ნაკრების საარგებლოდ.

ჩვენი ვაჟთა მეორე ნაკრებმა ავსტრალიის გუნდთან ფრედ 2:2 ითამაშა.

ლუკა პაიჭაძემ (2564) ანტონ სმირნოვს (2549) მოუგო, ხოლო თორნიკე სანიკიძემ (2497) - მაქს ილინგვორტს (2512). დავით მაღალაშვილი (2508) ჟონგ ჟაოსთან (2523) დამარცხდა, გიგა ყუფარაძე (2495) კი - ბობი ჩენგთან (2507)

საქართველოს მესამე ნაკრები კი აფრიკის წარმომადგენელს - მაროკოს გუნდს დაუპირისპირდა. ნოე თუთისანმა ყაიმით დაასრულა თავისი პარტია, ლუკა ობოლაძემ, ნიკოლოზ კაჭარავამ და გიორგი სიბაშვილმა კი მოიგეს. საერთო ჯამში ქართველებმა 3-1 იმარჯვეს.

რაც შეეხება ქალებს. საქართველოს პირველი ნაკრებმა ვიეტნამის არცთუ ძლიერ გუნდს 3-1 მოუგო.

ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა მოიგეს, , ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ ყაიმით დაასრულეს თავიანთი პარტიები.

მეორე ნაკრების მეტოქე კი უნგრეთის გუნდი იყო. სალომე მელია (2391) ტან ჰოანგთან (2413) დამარცხდა. სოფიო გვეტაძე (2325) ანიტა გარას (2370) მოუგო. სოფიკო ხუხაშვილმა (2301) კი - ტისია გარას (2321). მირანდა მიქაძე (2255) და ნიკოლეტა ლაკოში (2258) მშვიდობიანად გაეყარნენ ერთმანეთს. საქართველოს მეორე ნაკრებმა 2,5:1,5 იმარჯვა.

ჩვენი მესამე გუნდი კი ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდა 1-3.

მეოთხე ტურის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113132