ფეხბურთი

19:02 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე სათამაშოდ მზადაა

ლევან მჭედლიძე სათამაშოდ მზადაა. დღეს, იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის დასკვნით შეხვედრაში "ემპოლი" "მილანს" უმასპინძლებს და ქართველი ფორვარდი სამატჩო განაცხადშია.

ლევანი განაცხადში სეზონის დასაწყისშიც ხვდებოდა, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ ტრავმამ ისევ შეაწუხა და ლაზარეთში გადაინაცვლა. ახლა კი, ტოსკანელთა ვებგვერდის ცნობით, ლევანმა შესაძლოა "მილანის" წინააღმდეგ ითამაშოს. თვითონ მზადაა და დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა მჭედლიძემ ბოლოს სწორედ "მილანის" წინააღმდეგ მიიღო, როდესაც გოლი გაიტანა, შემდეგ კი მძიმედ დაშავდა.

0.108601