ფეხბურთი

18:25 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონამ" ბუსკეტსს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კატალონიის „ბარსელონამ“ და სერხიო ბუსკეტსმა თანამშორმლობა განაახლეს. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, ბუსკეტსმა ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება.

განახლებული ხელშეკრულების თანახმად, სერხიოს გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

30 წლის სერხიო ბუსკეტსი „ბარსელონაში“ 2008 წლიდან თამაშობს და სხვაგან არასდროს უთამაშია. ამ დროის განმავლობაში ესპანელმა 490 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

მოიგო 28 ტიტული, მათ შორის 7-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის თასი, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

0.111178