ფეხბურთი

16:55 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ რონალდუს განაჩენი გამოუტანა

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩს გამოტოვებს. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა დღეს იმსჯელა პორტუგალიელის წითელ ბარათზე, რომელიც "ვალენსიასთან" შეხვედრაში მიიღო. საუბარი იყო ერთიდან სამ მატჩიან დისკვალიფიკაციაზე, თუმცა უეფამ ტურინელთა ლიდერს ყველაზე მსუბუქი სასჯელი აკმარა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კრიშტიანუ მხოლოდ მეორე ტურის შეხვედრას გამოტოვებს შვეიცარიული "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ, ხოლო მესამე და მეოთხე ტურში ყოფილი კლუბის, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შეხვედრებს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ "ვალენსიას" მცველ ჯეისონ მურილოსთვის თმებში მოქაჩვის გამო წითელი ბარათი მიიღო და ჩემპიონთა ლიგაზე კარიერის განმავლობაში პირველად გააძევეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11316