სხვა

16:12 | 27.09.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ზუსტად 30 წლის წინ...

1988 წლის 27 სექტემბერს ვლადიმერ აფციაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სამხრეთ კორეის დედაქალაქში რაპირით მოფარიკავეთა გუნდური შეჯიბრი 27 სექტემბერს გაიმართა, ვლადიმერ აფციაურმა საბჭოთა კავშირის ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ჯგუფურ ეტაპზე, საბჭოთა გუნდმა სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ჰონ კონგთან 9-0 (აფციაურმა ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე 5-0 მოიგო), კანადასთან 9-1 (აფციაური ამჯერად სამჯერ გამოვიდა ბილიკზე და სამივე შეხვედრა მოიგო) და პოლონეთთან 9-3 (აფციაურმა სამიდან ორში გაიმარჯვა).

მეოთხედფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ჩინეთს 9-5 (აფციაურმა ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივეში ერთნაირი ანგარიშით 5-2 გაიმარჯვა) მოუგო.
ნახევარფინალი უნგრელებთან 8-8 დასრულდა, თუმცა ჩხვლეტების უკეთესი შეფარდებით ფინალში საბჭოთა გუნდი გავიდა. ვლადიმერ აფციაურმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა: იშტვან სელეი 5-1, რობერტ გატაი 5-0, პალ სეკერეში 5-0, ზოლტ ერკეში 2-5.
ფინალში კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები 9-5 დაამარცხეს, ვლადიმერ აფციაურმა სამივე შეხვედრა მოიგო, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა რაპირაში გუნდური ჩემპიონობა. ქართველმა მოფარიკავემ ჯერ ულრიხ შრეკი 5-2, შემდეგ ტორსტენ ვაიდნერი 5-4, ბოლოს კი მატიას გაი 5-1 დაამარცხა.
ვლადიმერ აფციაური მეორე ქართველი მოფარიკავე გახდა, ნუგზარ ასათიანის შემდეგ, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:43 | 24.08.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბასკები წინ!

12:46 | 24.08.2013
a.reversi (9540)

სანმამესი საიდან მოიტანეთ ანოეტაზე თამაშობს ბილბაო სანამ ახალი სტადიონი დამთვარდება

12:35 | 24.08.2013
beka- (31)

თამაში სოსიედადის სატდიონზე "ანოეტაზე" გაიმართა "სან მამესზე" კი არა....

10:54 | 24.08.2013
GOVEN (4940)

jofrey
ოსასუნა არ არის ბასკური გუნდი და ძალით დაეწერათ? )

14:48 | 24.08.2013
kelbo (7279)

ხო მარა ხშირად მაგენსაც ბასკებად თვლიან იმიტო რო ნავარაშიც უმეტესობა ბასკებია

10:21 | 24.08.2013
jofrey (713)

,,ბასკებმა თითო ტაიმში თითო გოლი იკმარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს" - თქვენი აზრით ოსასუნა კატალონიის ან კასტილიის გუნდია? თუ ოსასუნა ბასკეთის წარმომადგენლად აღარ ითვლება?

10:41 | 24.08.2013
სავაშა__ (6590)

მე როგორც ვიცი ბასკებს მხოლოდ ორი გუნდი ჰყავთ ბილბაო და სოსიედადი...)

14:46 | 24.08.2013
kelbo (7279)

ოსასუნა პამპლონის გუნდია, ბასკეთის მეზობელი ნავარას პროვინციიდან... მართალია ბასკეთი არაა, მარა ძირითადად იქაც ბასკები ცხოვრობენ

0.14822