ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტური წარუმატებელი გამოდგა „ბარსელონასთვის“ და „რეალისთვის“. „ბლაუგრანაც“ და „სამეფო კლუბიც“ დამარცხდნენ შესაბამისად, „ლეგანესთან“ (1:2) და „სევილიასთან“ (0:3).
საინტერესოა, რომ ერთ დღეს ესპანური ფეხბურთის გრანდებს სამი წელი არ ჰქონდათ წაგებული. ბოლოს ასეთი ფაქტი 2015 წლის 4 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც „რეალი“ „ვალენსიასთან“ დამარცხდა, ხოლო „ბარსა“ – „სოსიედადთან“.
მიუხედავად წაგებებისა, ლა ლიგას 13-13 ქულით „ბარსელონა“ და „რეალი“ ლიდერობენ.