ჩოგბურთი

15:30 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ტიტულისთვის იბრძოლებს

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ფინალში გავიდა და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ცივაძე და ყაზახი გრიგორი ლომაკინი წყვილთა შეჯიბრში მე-3 განთესვით ჩაერთვნენ და დღეს, ნახევარფინალში რუსები – შალვა ჯანაშია და ივან კალინინი 7:5, 6:2 დაამარცხეს.
თუ ვინ იქნებიან გიორგისა და გრიგორის მეტოქეები ფინალში, მოგვიანებით გაირკვევა.

0.148338