ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა და იაპონელი ნაო ჰიბინო ტაშკენტის ღია პირველობაზე მე-2 ნომრად არიან განთესილნი და უკვე მე-2 გამარჯვება იზეიმეს.
ოქსანამ და ნაომ მერვედფინალში სლოვაკ სკამლოვასა და ჰოლანდიელ ვაკანოს 6:0, 6:2 სძლიეს, მეოთხედფინალში კი უკრაინელი კოზლოვა და რუსი ზვინარიოვა 6:4, 6:3 დაამარცხეს.
თუ ვის ეთამაშებიან კალაშნიკოვა და ჰიბინო ნახევარფინალში, მოგვიანებით გაირკვევა.