ფეხბურთი

15:01 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგაზე VAR-ი დაუშვეს!

უეფა დათმობაზე წავიდა და VAR-ის ტექნოლოგიას თავის ტურნირებში გამოიყენებს. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება ოფიციალურად იტყობინება, ვიდეორეფერის სისტემა ჩემპიონთა ლიგაზე 2019-2020 წლების სეზონიდან იმუშავებს.

გარდ ამისა, VAR-ი დაშვებული იქნება უეფას სხვა და სხვა ტურნირებში, მათ შორის, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზეც:

უეფას სუპერთასი - 2019 წელი

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი

ევროპა ლიგა 2020-2021 წლების სეზონიდან

ერთა ლიგის ფინალები - 2021 წელი

ასე რომ, მიმდინარე სეზონი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბოლო იქნება, რომელიც ვიდეორეფერის გარეშე ჩაივლის.

0.123704