ფეხბურთი

1:47 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" სუპერმატჩის წინ ივარჯიშეს

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ ისევ უდანაკარგოდ აგრძელებს ასპარეზობას. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მორიგი გამარჯვება საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ მოიპოვა. „იუვეს“ ფეხდაფეხ მისდევს „ნაპოლი“ და მომდევნო ტურში, შაბათს, სწორედ ეს გუნდები გადაეყრებიან ერთმანეთს ტურინში.

იქამდე კი, „იუვემ“ „ბოლონია“ მეტად მოსაწყენ და ფეერიულ თამაშში დაამარცხა, თუმცა ამაზე დიდი გავლენა იმან იქონია, რომ მასპინძლებმა მალევე გაიტანეს ორი გოლი და მერე მთელი ძალები დაზოგეს. ალეგრის ბიჭები შეტევაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ და სტუმრების თანახმა იყვნენ მოკრძალებული ანგარიშით დამარცხებაზე. რაც შეეხება გოლებს, „იუვე“ უკვე მე-16 წუთზე იგებდა დამაჯერებლად. ჯერ ბლეზ მატუიდის აქტიურობის შედეგად პაულო დიბალამ გაიტანა და მიმდინარე სეზონში ანგარიში პირადი ანგარიში, როგორც იქნა, გახსნა. მალევე უკვე, თავად მატუიდიმ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა კრიშტიანუ რონალდუმ გაუწია. თავად პორტუგალიელმა კი ამჯერად უგოლო შეხვედრა ჩაატარა. მოკლედ, „იუვენტუსი“ ქულათა მაქსიმალური მონაგარით ხვდება სუპერმატჩს უშუალო კონკურენტ „ნაპოლისთან“.

„ნაპოლისთან“, რომელიც ასევე ჩინებულ სეზონს ატარებს. კარლო ანჩელოტის გუნდს ჯერჯერობით ერთი თამაში ჩაუვარდა გენუაში, თორემ არაფერი დაეწუნება. კამპანიელებმა საკუთარ მოედანზე „პარმას“ უმასპინძლეს, რომელიც ნეაპოლში ორმატჩიანი მოგებების სერიით ჩავიდა, მაგრამ ამჯერზე ვერაფერს გახდა. ბწყინვალე ფორმაში მყოფმა ლორენცო ინსინიემ დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმში არკადიუშ მილიკმა დუბლი გაიფორმა და სოლიდური სხვაობა დააფიქსირა. „ნაპოლის“ 15 ქულა აქვს და ახლა, ტურინში ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს.

როგორც იქნა, მოიგო „რომამ“. წარუმატებელი სერიის შემდეგ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუდნმა „ფროზინონეს“ უმასპინძლა და გამარჯვება არ გასჭირვებია. ყველაფერი პირველ ნახევარში იყო გარკვეული, როცა „მგლებმა“ სამი გოლი გაუტანეს სტუმრებს და მეორე ნახევარში ალექსანდრ კოლაროვმა საბოლოო ანაგრიში დააფიქსირა - 4:0.

საწყისი ორი მარცხის მერე, მიჯრით მეოთხე თამაში მოიგო „ლაციომ“, რომელიც უდინეში ჩავიდა და ადგილობრივი „უდინეზე“ ფრანჩესკო აჩერბისა და კორეას გოლებით დაამარცხა. "ჯენოამ" ბოლოადგილოსანი "კიევო" დაამარცხა ადვილად და მორიგი გოლი გაიტანა სეზონის აღმოჩენა პიატეკმა, რომელიც ბომბარდირთა დავას 6 გოლით ლიდერობს.

დღევანდელი სათამაშო დღის ორი შეხვედრა კი ისე დასრულდა, რომ გოლი არ გასულა. „კალიარიმ“ და „სამპდორიამ“, „ატალანტამ“ და „ტორინომ“ ქულები გაიყვეს.

„უდინეზე“ – „ლაციო“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 აჩერბი (61), 0:2 კორეა (66), 1:2 ნიუტნიკი (80)

„რომა“ – „ფროზინონე“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 ჯენგიზ იუნდერი (2), 2:0 პასტორე (28), 3:0 ელ შაარავი (35), 4:0 კოლაროვი (87)

„ატალანტა“ – „ტორინო“ 0:0 (0:0)

„კალიარი“ – „სამპდორია“ 0:0 (0:0)

„ჯენოა“ – „კიევო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პიატეკი (37), 2:0 პანდევი (54)

„იუვენტუსი“ – „ბოლონია“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 დიბალა (11), 2:0 მატუიდი (16)

„ნაპოლი“ – „პარმა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ინსინიე (4), 2:0 მილიკი (47), 3:0 მილიკი (84)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.388031