ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც 10 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გასულ შეჯიბრზე ბესიკ გუჩაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრებმა 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
უფროსებს შორის გამართულ ტურნირზე ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელები თამუნა სამხარაძე (50 კგ.) და თეონა ჯანდაგაშვილი (60 კგ.) გახდნენ.