სხვა

23:43 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახმა ირანის პრეზიდენტთან სპორტში ქალების ჩართულობაზე ისაუბრა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის შეხვდა. მხარეებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სპორტში ქალების ჩართულობა.

1981 წლიდან ირანში ქალებს საფეხბურთო მატჩებზე და საერთოდ, ისეთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება ეკრძალებოდათ, რომელშიც მხოლოდ კაცები მონაწილეობდნენ. წლეულს, პირველად 37 წლის შემდეგ, ქალებს სტადიონზე შესვლის უფლება მიეცათ.

თომას ბახთან შეხვედრისას ირანის პრეზიდენტმა როუჰანიმ აღნიშნა, რომ თავის საარჩევნო კამპანიაში სპორტში ქალთა თანსწორუფლებიანობაზე, მათ ჩართულობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

www.geonoc.org.ge

0.113118