ფეხბურთი

21:39 | 26.09.2018 | ნანახია 1936 - ჯერ

ექვსი თვის შემდეგ - ჯანო მინდორს დაუბრუნდა!

ჯანო ანანიძე დაბრუნდა. დაბრუნდა ზუსტად ექვსი თვის შემდეგ. დიახ, ანანიძემ, რომელმაც ვარჯიში აქამდეც დაიწყო, პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა მიმდინარე წლის მარტის შემდეგ.

მოსკოვის „სპარტაკმა“ რუსეთის თასის 1/16 ფინალში ნოვოროსისკის „ჩერნომორეცი“ სტუმრად ზე ლუიშის გოლით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რაც შეეხება ჩვენებურს - ჯანო მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა და თავის გამოჩენაც შეეძლო. 89-ე წუთზე მისი სახიფათო დარტყმა მასპინძელთა მეკარე შვაგირევმა ეფექტურ ნახტომში მოიგერია. თუმცა, ეს არაფერი, მთავარია ანანიძე მინდორს დაუბრუნდა და ეს უდაოდ პოზიტიური ცნობაა საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც ოქტომბერში ერთა ლიგის ორი მნიშვნელოვანი თამაში ელოდება.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე მარტის თვეში საქართველოსა და ლიეტუვას ამხანაგური მატჩისას მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთში იყო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:15 | 13.01.2015
RMA FANS (3925)

წადი მილანში იდიალურია შენთვის

16:43 | 13.01.2015
Irakli Pirvelashvili (604)

ვერ განვიტარდააააააააააააააააააა

15:54 | 13.01.2015
CR7NOLE (15561)

ამას რეალში დარჩენის იმედი ხომ არ აქვს?

16:08 | 13.01.2015
BEERTRANCE (97819)

რეალში შეიძლება არა, მარა ევროპაში ნამდვილად შეუძლია თამაში

0.087951
1936