ფეხბურთი

12:54 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ პოგბა ვიცე-კაპიტანი აღარ იქნება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „დერბი ქაუნთისთან“ მარცხის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდით ამაყობს.

ჟოზემ ასევე დაადასტურა, რომ პოლ პოგბა "იუნაიტედის" ვიცე-კაპიტანი აღარ იქნება:

„კარაბაოს თასი აღარ გვაინტერესებს, რადგან აქ მომავალ წლამდე აღარ ვითამაშებთ. ესაა პატარა ტურნირი, რომლის მოგება გვსურდა და იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენი მეტოქე მთელი ძალით თამაშობდა და ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. რომეროს გაძევების შემდეგ ჩვენ პრობლემები შექგვექმნა. თუმცა, ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც უმცირესობაშიც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

როდესაცფილ ჯონსი პენალტის დასარტყმელად ემზადებოდა და მერე ერიკ ბაის ჯერი იყო, მივხვდი, რომ პრობლემა გვქონდა.

პოგბა? სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ პოლი აღარ იქნება გუნდის ვიცე-კაპიტანი. სხვა პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. მე ვარ მწვრთნელი და ვალდებული არ ვარ ჩემი გადაწყვეტილება ავხსნა“, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კარაბაოს თასის (ინგლისის ლიგის თასი) 1/16 ფინალში ფრენკ ლამპარდის „დერბი ქაუნთისთან“ პენალტების სერიაში 7:8 დამარცხდა (ძირითადი დრო 2:2). საინტერესოა, რომ მოურინიომ კარიერაში მეშვიდედ წააგო თერთმეტმეტრიანების სერიაში.

სტატისტიკა
0.231549