ჩოგბურთი

13:47 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ სეზონი დაასრულა

დიდი სლემის 23-გზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა სეზონი დაასრულა.

სერენა China Open-ზე მონაწილეობას აპირებდა, თუმცა უცნობი მიზეზით ტურნირზე თამაში იუარა და სეზონიც დაასრულა. ტურნირზე უილიამსის მაგივრად ეკატერინე მაკაროვა იასპარეზებს.

2018 წელს უმცროსმა უილიამსმა 18 შეხვედრა მოიგო, ექვსი წააგო. სერენა უიმბლდონის და ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა, მაგრამ ორივეგან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118103